ლეიბორისტი დეპუტატი ქუთაისის საკრებულოს სასამართლოში უჩივის
ქუთაისის საკრებულოს წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში ლეიობორისტი დეპუტატი სამსონ გუგავა სარჩელის შეტანას გეგმავს. გუგავა თვითმმართველობას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ტარიფის გაზრდის გამო უჩივის.
„საკრებულომ დაამტკიცა საკითხი, რომელიც ქალაქში ტრანსპორტის გაძვირებას ეხებოდა, თითქოს და ერთი შეხედვით 10 თეთრი არაფერია, მაგრამ თუ კარგად დაუფიქრდებით მიკროავტობუსების შემთხვევაში ტარიფი 25% გაიზარდა, ხოლო ავტობუსების შემთხვევაში 33%-ით. ხვალ მივმართავთ სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. ვინაიდან ხელისუფლება არ ზრუნავს მოსახლეობაზე, ლეიბორისტული პარტია თავს მოვალედ მიიჩნევს ხელისუფლების ნაცვლად თავად იზრუნოს მოსახლეობაზე“,-განაცხადა სამსონ გუგავამ.
ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში ტრანსპორტის გაძვირება 7 აპრილიდან მოხდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















