|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის შევსებასთან დაკავშირებით "ლელომ“ პარტიის ხედვა წარადგინა

"ლელომ“  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის წარმატებულად შევსების პროცესთან დაკავშირებით პარტიის ხედვა წარადგინა.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ევროკომისიის კითხვარის შევსებამდე ერთი თვე დარჩა და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კითხვარი ევროკავშირთან შეთანხმებით გასაჯაროვდეს და ამასთან, პარლამენტში მოწვეულ იქნას საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც კითხვარზე პასუხების მოსამზადებლად დაგეგმილ სტრატეგიაზე მოხსენებას წარადგენს.

ლელოს განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განაცხადის შედეგად, ევროკავშირისგან მიღებული კითხვარის შევსებაში წარმატების მისაღწევად, დაუყონებლივ უნდა გადაიდგეს შემდეგი ნაბიჯები: 
 
1. საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა უახლოეს სხდომაზე მოიწვიოს საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მოხსენების წარსადგენად-კითხვარზე პასუხების მოსამზადებლად დაგეგმილ სტრატეგიაზე, კითხვარის შინაარსის მიმოხილვის, პრობლემატური საკითხების გამოკვეთის და პროცესის წარმატებასთან დაკავშირებით-როგორც დროის, ასევე შინაარსის თვალსაზრისით, არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
 
2. ევროინტეგრაციის კომიტეტმა წარმოადგინოს მომავალი ერთი თვის მანძილზე გაწერილი სხდომათა გრაფიკი, რომელზეც შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ კითხვარზე პასუხების გაცემის პროცესში ანგარიშებს, პირველ რიგში მართლმსაჯულების და ძირითად უფლებების, იუსტიციის, თავისუფლების და უსაფრთხოების, საჯარო შესყიდვების, სტატისტიკის და აუდიტის მიმართულებით.
 
3. ევროკავშირთან შეთანხმებით, გასაჯაროვდეს კითხვარის შინაარსი.
 
4. ქართულმა ოცნებამ, დაუყონებლივ დაიწყოს 19 აპრილის მიშელის შეთანხმების შესრულება, კონკრეტულად: ა. გააგრძელოს შეთანხმებული ცვლილებების მიღების პროცესი; ბ. დაასრულოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები, რომელიც გათვალისწინებული შეთანხმებით; ც. დაიწყოს ‘ჟან მონეს’ დიალოგის ფორმატის ფუნქციონირება; დ. დასრულდეს ყველა საარჩევნო რეფორმის ინიციატივა, რომელიც გათვალისწინებულია აღნიშნული შეთანხმებით, ისევე, როგორც ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანების უფლებების ოფისის 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი დასკვნით; ე. განხორციელდეს შეთანხმებული რეფორმები მართლმსაჯულების მიმართულებით, მათ შორის დაიწყოს ლელო-ს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტში, რომელიც 2021 წლის სექტემბერში იქნა ინიცირებული.
5. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ წარმოადგინოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგია.
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა