|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლია უკლებას "სტრიტ არტი" ქუთაისსა და წყალტუბოში

ქუჩის მხატვრობა,  რომელსაც ქუთაისში გაპონოვის ქუჩაზე  ლია უკლება ასრულებს, ქალთა პრობლემებს ეძღვნება.

„მე დავიწყე პროექტი ქალთა უფლების თემაზე, რომელიც დაფინანსებულია „ქალთა ფონდის“ მიერ.  ორ ქალაქში, ქუთაისსა და წყალტუბოში შევასრულებ ორ ნამუშევარს - სტრიტ არტს. ქუთაისში ეს არის გაპონოვის ქუჩაზე #3. წყალტუბოში კი, ხვალ გახდება ცნობილი, რა ადგილს გამოგვიყოფენ",- განუცხადა მან "ნიუპრესს".

 მხატვარი  წლების განმავლობაში  მუშაობს ადამიანის უფლებებისა და, კონკრეტულად, ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით. რამდენიმე დღის წინ ის კატო მიქელაძის პრემიის ლაურეატი გახდა.

 "კატო მიქელაძის პრემიაზე წარდგენილი ვიყავი ორი ორგანიზაციის, "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა"  და „მიგრაციის სახლის“, ასევე უფლებადამცველების, ნათია გვიანიშვილისა და თამთა მელაშვილის მიერ. ჩემს გარდა ამ პრემიაზე სულ 17 ქალბატონი იყო წარდგენილი. ზუსტად ვიცი, რომ ყველა მათგანი იმსახურებდა ამ ჯილდოს. თუმცა,  მოხარული ვარ, რომ ეს პატივი მე  მერგო.  მიუხედავად იმისა, გავხდებოდი,  თუ არა ამ საპატიო პრემიის ლაურეატი, ყოველთვის გავაგრძელებ ქალთა უფლებების თემაზე მუშაობას.  ვთვლი,  რომ თუ რაიმეს ემსახურები ადამიანი, უნდა ემსახურო იმ პრობლემების გადაწყვეტას, რაც ქვეყანაში დგას. ქალთა პრობლემები არის უმტკივნეულესი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, მე ჩემი აქტივობით ყოველთვის გამოვეხმაურები ამ თემას", - აღნიშნა მხატვარმა.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა