|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლიტერატურული პრემიის "საბა" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

  წლის საუკეთესო რომანის ნომინიციაში მწერალ აბო იაშაღაშვილის წიგნმა "როიალ მერი" გაიმარჯვა.

ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია "საბა" პოეტ ბესიკ ხარანაულს გადაეცა. 

 ნომინაციაში საუკეთესო პროზაული კრებული გოგი ჩაგელიშვილმა გაიმაჯვა, მხატვარი (ინტელექტი). 

 "საუკეთესო პოეტური კრებულისთვის"  "საბა" ჯილდო პაატა შამუგიას გადაეცა (კრებული "შოზოგადოება") ნომინაციაში ასევე წარდგენილები იყვნენ: გიორგი კეკელიძე, პოეზია 2008-2013 (სიესტა); ლელა სამნიაშვილი, ლოცვა აბსტრაქციად (ინტელექტი); ნიკა ჯორჯანელი, მექსიკური ჩიხი (საუნჯე); სოსო მეშველიანი, მიჟლაჰარ (ინტელექტი)  

 "საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის" ჯილდო გიორგი წიკლაურს გადაეცა, პიტერ აკროიდის "ლონდონის" თარგმანისათვის. 

ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყვნენ: აბო იაშაღაშვილი, ოსმალური მარში (დიოგენე); ბექა ადამაშვილი, ბესტსელერი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); ივა ფეზუაშვილი, ვცადე (ინტელექტი);ოთარ ჯირკვალიშვილი, კანფეტი (სიესტა); ცოტნე ცხვედიანი, ქალაქი და წმინდანები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

  ნომინაციაში "საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა" ირაკლი მახარაძემ, წიგნით "დიადი მუნჯი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) გაიმარჯვა.

 

ნომინაციაში "საუკეთესო თარგმანი" ორი გამარჯვებული დასახელდა -  ლელა დუმბაძე - ვირჯინია ვულფის "გზა შუქურისკენ" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) და ხათუნა ცხადაძე - უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“ (დიოგენე). 

ნომინაციაში "საუკეთესო პიესა" პრემია არ გაიცა. წარდგენილნი იყვნენ:  ბასა ჯანიკაშვილი, გაბრაზებული ჩიტი (ელექტრონული წიგნების სახლი "საბა"); ზაზა აბზიანიძე, ამბავი დე ლა მელასი (ელექტრონული წიგნების სახლი "საბა"); დავით ალელიშვილი, კოზმასა და დამიანესთან ახლოს (არადანი); ცოტნე ჩიქოვანი, აგიხსნით სიყვარულს (სიესტა)

   დაჯილდოვება ივანე მუხრანბატონის ისტორიულ სასახლეში გაიმართა.  საღამო მუსიკალურად სიმფონიურმა ორკესტრმა ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით გააფორმა.

  ლიტერატურული პრემია "საბა" უკვე 12 წელია არსებობს და დღემდე 105 პრემია გასცა.

 

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა