|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლითოფონის" ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის დეპარტამენტი განთავსდება

ქუთაისის მერიამ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს არასასოფლო დანიშნულების სამი მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადასცა. საუბარია სააქციო საზოგადოება "ლითოფონის ქარხნის საზღვრებში" არსებულ სხვადასხვა ზომის სამ მიწის ნაკვეთზე.

საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის განცხადებით, ადგილზე გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის შენობა განთავსდება, რომელიც გარემოს საკითხეთან დაკავშირებით იმუშავებს.

 შეგახსენებთ, მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური აუზის მშენებლობა იგეგმებოდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა