|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლორთქიფანიძის პიჯაკი მეტად ფასობს, ვიდრე ისტორიული ძეგლი"

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე განხორციელებული ძალადობის დროს შენობას კვერცხები დაუშინეს და კარი შეამტვირეს. აღნიშნულ ფაქტზე დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ისაუბრა. გია თევდორაძის განცხადებით, დეპუტატის პიჯაკის დაზიანებისთვის დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის მუხლით წაუყენეს, ისტორიული ძეგლის დაზიანებისთვის დაკავებული კი 150–ე მუხლით გაასამართლეს და 50 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გამოუშვეს.

"როგორც ჩანს, ლორთქიფანიძის პიჯაკი მეტად ფასობს, ვიდრე ისტროული ძეგლი. გუშინ მომხდარი ძალადობის დროს ისტორიული შენობის კარი ჩამოამტვრიეს და ფასადი დააზიანეს. ამის ჩამდენი კი მსუბუქი დანაშაულის ბრალდებით გაასამართლეს და 50 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გამოუშვეს. ლორთქიფანიძის პიჯაკზე შეხების გამო კი სამი ადამიანი 239–ე მუხლით გაასამართლეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ეს არის შერჩევითი სამართალი და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას გულისმობს",–განაცხადა თევდორაძემ. 

როგორც ცნობილია, შენობა, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისია განთავსებული,  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და მისი დაზიანება და იერსახის შეცვლა აკრძალულია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა