"მაინტერესებს, თემურ ჭყონიამ მართლა იყიდა ქუთაისი?"
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ახალი ავტოსადგური შენდება. ამის შესახებ პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯომარემ გოგი წულაიამ განაცხადა. წულაიას თქმით, "მაკდონალდსის" წინ არსებულ ტერიტორიაზე თემურ ჭყონია ავტოსადგურს აშენებს.
"ჭავჭავაში, გამზირზე ჭყონია აპირებს სადგურის აშენებას, მაქვს ინფორმაცია და მერიაც საქმის კურსშია. ამ ადგილზე სადგურები უკვე არსებობს და ხელისუფლებამ უნდა დაანებოს თავი ასეთ სისულეელებს. მოვუწოდებ მათ, იზრუნონ ჭავჭავაძის ქუჩის განტვირთვაზე, ასევე ქვეითებისათვის გადასასვლელების მოწყობაზე. ნაცვლად ამისა, ფიქრობენ როგორ გახდეს ეს ქუჩა გაუვალი და საცოვრებლად გაუსაძლისი. მაინტერესებს, ჭყონიამ იყიდა ეს ქალაქი? უნდა შენობას ააშენებს, ისე რომ ქუთაისელებს არ კითხავს, უნდა სადგურს მოაწობს. ნაყიდი თუ აქვს, გვითხრან და გვეცოდინება",-განაცხადა გოგი წულაიამ. მისივე თქმით, როგორც თბილისია საქართველოსთვის თავკომბალა, ასევე ხდება ჭავჭავაძის გამზირი ქუთაისისთვის.
"მაკდონალდსის" წინ სადგურის მოწყობაზე ნებართვის გაცემას არ ადასტურებენ მერიაში და აცხადებენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, წულაიამ უნდა წარმოადგინოს მისი განცხადების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















