|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაისიდან საქართველოში ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი დაიწყება

მაისიდან საქართველოში ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ კონტროლს სამი სახელმწიფო უწყება – გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური განახორციელებს. დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები 8-10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. სანქცია შეეხება ისეთი საწვავის იმპორტს, წარმოებას და მიწოდებას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს. ნავთობკომპანიებს მოულოდნელად, შერჩევითი წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით შეამოწმებენ.

ნავთობკომპანიების წარმომადგენლებიც თანხმდებიან, რომ საწვავის ხარისხი უნდა შემოწმდეს და ამბობენ, რომ აღნიშნული დადგენილება მათთვის მოულოდნელი სულაც არ იყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი