|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მხატვარ ლია უკლებას დასაცავად მანიფესტი ვრცელდება

საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის სახელზე შედგენილ მანიფესტში გივი ავალიანი ითხოვს  საპატრიარქომ  გააკეთოს დამატებითი განმარტება, რომელშიც დაგმობს და გაემიჯნება ფუნდამენტალისტურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან აგრესიის ყველა შესაძლო გამოვლინებას.

მანიფესტის შედგენა ავალიანმა პატრიარქის მიერ მხატვარ ლია უკლებას ნახატის შესახებ გაკეთებული კომენტარის შემდეგ გადაწყვიტა. ავალიანის თქმით,  არ სურს პატრიარქის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ მხატვარს რაიმე სახის ზარალი მიაყენოს. „აღნიშნული შეფასება იძლევა  შეშფოთების საფუძველს, რომ შესაძლოა, სხვადასხვა რადიკალურად განწყობილმა რელიგიურმა ჯგუფებმა პატრიარქის განცხადება აღიქვან,  როგორც მხატვარ ლია უკლებასა და კონფერენციის ორგანიზატორების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფუძველი. შეგახსენებთ, რომ ეს ჯგუფები წლების მანძილზე ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათთვის მიუღებელი მოსაზრებებისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს". 

"ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერი მოქალაქეები, მოვითხოვთ: საქართველოს საპატრიარქომ გააკეთოს დამატებითი განმარტება, რომელშიც დაგმობს და გაემიჯნება ფუნდამენტალისტურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან აგრესიის ყველა შესაძლო გამოვლინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ მსგავს ფაქტზე პასუხისმგებლობა პირადად დაეკისრება კათოლიკოს პატრიარქს",-ნათქვამია პეტიციში.
გივი ავალიანი საქართველოს პრეზიდენტსა და  პრემიერ მინისტრს მიმართავს უზრუნველყონ მხატვარ ლია უკლებასა და კონფერენციის ორგანიზატორთა უსაფრთხოება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა