|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღაროელებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა საპროტესტო აქცია გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქცია გრძელდება, რაც შეეხება პროტესტის უკიდურეს ფორმას, მაღაროელებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

„გადავდგით ნაბიჯი უკან და შეწყვეტილია შიმშილობა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენთან მოვიდა სანდო პიროვნება, რომელმაც გვითხრა, რომ ჩვენი შიმშილობის შეწყვეტა შეეწევა დაკავებული ბიჭების პროცესს და ისინი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან“, – აცხადებენ ისინი.

ოთხი მაღაროელი – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. მათ 4-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ავტორი: