|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა ქუთაისში აქცია გამართეს

მარჯვენასაჭიანი ავტომობილის შეზღუდვებზე მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს ქუთაისელი მძღოლები აპროტესტებენ. პარლამენტთან დილიდან ათობით ადამიანი შეიკრება, რომლებიც ინიციატივას მხარს არ უჭერენ და გადაწყვეტილება არასამართლიანად მიაჩნიათ. შეკრებილთა უმრავლესობა მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელია.

 "ავტომობილთა უმრავლესობა იაპონიიდან შემოდის და ბევრად უფრო გამართულია ტექნიკურად, ვიდრე სხვა ქვეყნიდან შემოსული. საქართველოში მძღოლების დიდი ნაწილი მარჯვენასაჭიან ავტომობილზეა დამოკიდებული და არა მგონია, ამდენ ხალხთან დაპირისპირება ვინმეზე კარგად აისახოს",- განაცხადა "BMW club Georgia"–ის წარმომადგენელმა ქუთაისში დავით კუხიანიძემ.

ავტორი: მარუსა ხურციძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა