|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაჟორიტარის მანდატი და მედია საშუალების ფლობა შეუთავსებელი აღმოჩნდა" - ელეონორა არჩაია

"მაჟორიტარის მანდატი და მედია საშუალების ფლობა შეუთავსებელი აღმოჩნდა" -განაცხადა  ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ელეონორა არჩაიამ "ნიუპრესთან" საუბარში.

საქმე ხეება დეპუტატის შვილის კოტე ცირეკიძის მიერ დაფუძნებულ საინფორმაციო სააგენტოს, -"იმერეთი ნიუსს", რომლის ფუნქციონირებაც, როგორც თავად დამფუძნებელი აცხადებდა, მასსა და მის ოჯახზე განხორციელებული ზეწოლის  გამო  შეწყდა. 

"იმერეთი ნიუსის" მფლობელი კოტე ცირეკიძის განცხადებით, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და მერის მოადგილე გიორგი იობაშვილი მას და მის ოჯახს სააგენტოს მუშაობის გამო დაემუქრენ. ცირეკიძის განცხადებით, მისი ოჯახის და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით სააგენტოს მუშაობას აჩერებს. 

ზეწოლის ფაქტი დაადასტურა თავად ელეონორა არჩაიამ, თუმცა ამის შესახებ დეტალურად არ ისაუბრა, როგორც თავად განმარტა, წინასაარჩევნო პერიოდის გამო. "ვადასტურებ, რომ იყო ზეწოლა თან ძალიან მწარედ, უმძიმესი 6 თვე გადავიტანეთ, თუმცა ამის შესახებ წინაასარჩევნო პერიოდში საუბარი არ მინდა, მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი"- განაცხადა მან ჩვენთან საუბარში. 

ამჟამად კი ელეონორა არჩაია აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს. "აღარ მსურს ამ თემაზე საუბარი, დეტალური ჩვენება უკვე მივეცი გამოიძებას", - განაცხადა დეპუტატმა. მისი თქმით, ფაქტის გახმაურების შემდეგ საგამოძიებო ორგანოდან დაუკავშირდნენ და დეტალური ჩვენება მისცა.

 რაც შეეხება კოტე ცირეკიძეს, ის უცხოეთში იმყოფება, როგორც თავად აცხადებს, მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად. 

თუ რა ეტაპზეა საინფორმაციო საგენტოს "იმერეთი ნიუსზე" განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება,  ამის გასარკვევად "ნიუპრესი" მუშაობას აგრძელებს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა