მდინარე რიონში მამაკაცს ეძებენ
წყალტუბოს რაიონის სოფელ ჯიმასტაროში დაკარგულ 68 წლის მამაკაცს მეათე დღეა, ეძებენ. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მამაკაცი სათევზაოთ წავიდა და მდინარე რიონში თვითნაკეთი ნავით შევიდა.
მას შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფი სადღეღამისო მეთვალყურეობას ახორცილებს მდინარე რიონზე, ძებნა ხდება დრონით და მოტორიანი ნავით.
ადგილობრივ მაშველებთან ერთად სამაშველო ოპერაციაში ჩართულია აჭარის და თბილისის მყვინთავების ჯგუფები.
ჯერჯერობით ნანახია ნავი და ტანსაცმელი.
ნათესავები ვარაუდობენ, რომ უბედური შემთხვევა გულის შეტევის გამო მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















