|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე ძირულაში გადავარდნილი მანქანა მაშველებმა იპოვეს

ზესტაფონში მდინარე ძირულაში გადავარდნილი მანქანა  მაშველებმა უკვე იპოვეს. ავტომანქანაში მყოფ ფეხმძიმე ქალს კი  ამ დრომდე ეძებენ.

როგორც ცნობილია, მსუბუქ ავტომანქანაში, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისხდნენ. ორმა მათგანმა მანქანიდან თავის დაღწევა შეძლო, ხოლო მანქანაში მყოფი ფეხმძიმე ქალის ბედი კი უცნობია.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ავტომობილი მაშველებმა უკვე იპოვეს, ქალის ძებნა კი კვლავ მიმდინარეობს.

შემთხევა ზესტაფონში გუშინ მოხდა.

P.S. მოგვიანებით მაშველებმა ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა