|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მე არ ვცნობ შეზღუდვებს, ვაღიარებ თანაბარ შესაძლებლობებს" (ფოტო)

ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა გაიმართა. გამოფენა იმით იყო უჩვეულო, რომ წარმოდგენილი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის პედაგოგთა მხატვრული ნამუშევრები. ღონისძიება შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და ქუთაისის ისტორიული მუზემის ორგანიზებით გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქუთაისის, თერჯოლისა და სამტრედიის შშმ ბავშვთა დღის ცენტრების ბენეფიციართა და პედაგოგთა, ასევე ბაღდათისა და მუხიანის საჯარო სკოლების ინკლუზიური განათლების ჯგუფების მოსწავლეთა ნამუშევრები.

"ამ  ღონისძიებით ჩვენ ვუერთდები 3 დეკემბერს–მე არ ვიცნობ შეზღდვებს, ვაღიარებ თანაბარ შესაძლებლობებს–ამიტომ ჩვენი მიზანია  ამ ადამიანთა უფლებების აღიარება. დღეს  წარმოდგენილია დღის ცენტრების ბენეფიციართა ნამუშევრები, რომლითაც გვინდა გავზაროთ და ხაზი გავსვათ შშმ პირთა შესაძლებლობებს და ვაჩვენოთ, როგორ უნდა იყოს უფლებები დაცული და რეალიზებული",–განაცხადა განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლიკა კილაძემ.

  

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა