|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მე მჯერა ჩემი მეუღლის და იმიტომ ვარ მის გვერდით - გოგი წულაიას მეუღლე

მე მჯერა ჩემი მეუღლის და იმიტომ ვარ მის გვერდით - აცხადებს გოგი წულაის მეუღლე ინგა ბიბიჩაძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვას დაესწრო.

 მისივე თქმით, მისი მეუღლე დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.  

„თუ ის მოხვდა დაგეგმილ პროვოკაციაში, ეს ჩემი და ჩემი მეუღლის გასარკვევია და ამას გავარკვევთ დროთა განმავლობაში.

მე მჯერა მისი, რომ გოგი ვერასოდეს იქნება ვერც მოძალადე და ვერც ბოროტი ადამიანი. მას დღეს დაუპირისპირდა მთელი სახელმწიფო“,  - განაცხადა წულაიას მეუღლემ, ინგა ბიბიჩაძემ.

 შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გოგი წულაიას  ორთვიასნი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ქუთაისელი პოლიტიკოსი გოგი წულაია 2 დღის წინ თბილისში, ნაქირავებ ბინაში დააკავეს. გამოძიება მას 138-ე მუხლით ედავება, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი