|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეათეკლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, საკუთარ სახლში მეათეკლასელი გოგონა ფარდის საკიდზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. 
შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ უბანში, საფიჩხიაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში გარდაცვლილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.  გოგონა მამის მშობლებთან ცხოვრობდა. ბებიას და ბაბუას თვითმკვლელობის შესაძლო მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

არსებული ინფორმაციით, გოგონას მამა სამი წლის წინ გარდაეცვალა, მას თოფი გაუვარდა, თუმცა მის შემთხვევაშიც თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავდნენ.  გოგონას დედა კი  თურქეთში ახალ ოჯახთან ცხოვრობს.

გარდაცვლილი ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.


მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა