მედია კონკურსი ჟურნალისტებისთვის
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში იწვევს ჟურნალისტებს, ბლოგერებს და მედია-ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსში "ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის".
კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა და ამ გზით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის მართებული აღქმის დამკვიდრება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს (ჟურნალისტს/ბლოგერს), რომელმაც საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოაქვეყნა საქართველოში რეგისტრირებულ მედია-საშუალებაში ან ბლოგში.
კონკურსზე დაიშვება ჯგუფური ნამუშევრებიც.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული მედია მასალა შემდეგ კატეგორიებში:
** სტატია (ბეჭდური ან ონლაინ მედიით გასული სტატია)
** სატელევიზიო მასალა
** მულტიმედია, ვიდეო მასალა (ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეო, ანიმაცია ან სხვა ტიპის მულტიმედია მასალა)
** რადიო მასალა (აუდიო რეპორტაჟი, გადაცემა ან რუბრიკა)
** ბლოგი
თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული მედია მასალა, სადაც საუკეთესოდ წარმოჩინდა კორპორაციული სოციალური პასუხისგებლობის საკითხები.
საკონკურსოდ წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალურად კონკურსისთვის დაკომპლექტებული ჟიური. ჟიურის წევრთა ვინაობა ცნობილი გახდება დაჯილდოების ცერემონიაზე.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 22 ოქტომბერი.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ დოკუმენტებში. საკონტაქტო პირი მაიკო ჩიტაშვილი, 593260609

ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა