"ორმაისობის" სტუმრების სარესტორნე და სასტუმრო მომსახურეობისათვის 13 257 ლარი დაიხარჯა
ქუთაისის მერიამ "ორმაისობის" ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების სასტუმრო და სარესტორნე მომსახურეობისთვის 13 257 ლარი გადაიხადა.
"ნიუპრესის" კითხვაზე- "ორმაისობის" ღონისძიებების ფარგლებში სარესტრონე და სასტუმროს მომსახურეობებზე რა თანხები გაიხარჯა?- მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის სახით მოწოდებულ დოკუმენტში წერია, რომ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში თითოეული მოწვეული სტუმრის მომსახურებისათვის დაიხარჯა 270. 55 ლარი. მომსახურეობა სულ 49 უცხოელ სტუმარს გაეწია. თუმცა, მერიის პასუხი არ არის სრულყოფილი, რადგან კითხვა მხოლოდ უცხოელი სტუმრების გამასპინძლებას არ ეხებოდა.
შეგახსენებთ, "ორმაისობის" ღონისძიებისთვის ქალაქში 2-3 მაისს კონცერტები გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 250 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სცენისა და აპარატურის მომსახურებისათვის ქალაქის მერიამ 18 ათასი ლარი გამოყო.
"ორმაისობის" ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 50 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















