|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ააიპების ატესტაციის შემდეგ ეტაპზე ცხრა კონკურსანტი გადავიდა

ქუთაისის მერიის კულტურისა და სპორტის ააიპებში ატესტაცია გაიმართა. 13 დეკემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგები დღეს გახდა ცნობილი.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი განმარტავს, 31 თანამშრომლიდან ერთი ტესტირებაზე არ გამოცხადდა, 30–დან კი გამსვლელი ქულები ცხრამ მიიღო. მისივე განცხადებით, რამდენიმე დღეში ატესტაციის მეორე ეტაპი -გასაუბრება გაიმართება.

რაც შეეხებათ ჩაჭრილ თანამშრომლებს, იმ შემთხვევაში, თუ კონკურსი გამოცხადდა, მათ მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა