|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეშახტეების დაკრძალავას პრემიერ-მინისტრი დაესწრება

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მეშახტეების დაკრძალავას პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. აღნიშნული ინფორმაცია იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დაადასტურა.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მეშახტეებს ტყიბულში დღეს დაკრძალავენ. ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე 9 მაისს, მინდელის სახელობის შახტაში სატვირთო ბადიაზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპნენ.

მეშახტეები შახტაში 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდნენ. მათი პოვნა შახტაში სამაშველო სამსახურების მიერ 14-საათინი სამძებრო ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. ნაპოვნი ცხედრები, ძლიერი დაზიანებებით, ქუთაისის პროზექტურში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მოხდა იდენტიფიცირება.

interpressnews.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა