|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრის დირექცია ვანდალურ ფაქტზე რეაგირებას ითხოვს

ქუთაისში მესხიშვილის თეატრის ფასადის დამახინჯების ფაქტს თეატრის დირექტორი აფასებს. სულხან გოგოლაშვილის, განცხადებით, სამწუხაროა, რომ მსგავსი ვანდალური ფაქტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მოხდა და  ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.

"მე ქუჩის მხატვრობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ უნდა იცოდნენ, კედლები სად მოხატონ. თუ ეს ხდება შენობაზე, რომელიც მიტოვებულია და ამით მხატვარი მის გაცოცხლებას ცდილობს,  კარგია, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ უნდა დააზიანო. რაც მთავარია, ამ ფაქტს რეაგირება არ მოყოლია, საპატრულო პოლიციას არც შეუნიშნავს. ასევე ახლომდებარე ყველა კამერა გამორთულია",–აცხადებს გოგოლაშვილი.

მისი თქმით, მას ჯერ არ მიუმართავს საპატრულო პოლიციისა და მერიისთვის. იმედოვნებდა, რომ აღნიშნულ ფაქტს ჟურნალისტები შეამჩნევდნენ და დაწერდნენ, რადგან მისივე ვარაუდით, ჟურნალისტების მიერ გაშუქებულ ინფორმაციას მეტი და დროული რეაგირება მოჰყვება ხოლმე.

მესხიშვილის თეატრის მიმართ მსგავსი ვანდალური ფაქტი პირველი არაა. გასულ წელს თეატრის სააფიშო დაფა ჩაამსხვრიეს და კედლებზე სხვადასხვა სიმბოლოები გამოსახეს. ფაქტის შესახებ  ფოტომასალა "ნიუპრესმა" მოამზადა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა