|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრის დირექტორის მოვალეობას გიორგი ფუთურიძე შეასრულებს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორის მოვალეობას გიორგი ფუთურიძე შეასრულებს. გიორგი ფუთურიძე მესხიშვილის თეატრის დირექტორის თანამდებობას წარსულში ერთხელ უკვე იკავებდა, ის თეატრს იმ დროს მართავდა, როცა სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე იყო.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. მოქმედი კანონით კი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლის შემდეგ, დირექტორი ავტომატურად თავისუფლდება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა