|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მეტი ქალი პოლიტიკაში"- ქუთაისის გენდერის მედიაცენტრმა შეხვედრა გამართა

"მეტი ქალი პოლიტიკაში"– ამ საკითხზე  გაიმართა შეხვედრა ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.  ღონისძიებას  ორგანიზება გენდერის მედიაცენტრის  ხელმძღვანელმა ქეთი ბერძენიშვილმა გაუწია.  პარტია "ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა"  ქუთაისის ოფისის ქალ წევრებთან ერთად  იმსჯელეს ქალის როლზე პოლიტიკაში. 

,,დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელის ნატო უგრეხელიძის განცხადებით, "ქუთაისის მერიაში გენდერული ბალანსი არ არის დაცული. არც  ერთ წამყვან თანამდებობაზე არაა ქალბატონი". 

"ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რომელსაც გენდერის მედია  ცენტრი  უწევს ორგანიზებას, იმედი გვაქვს, დადებით შედეგს გამოიღებს  მსგავსი შეხვედრები და გაზრდის ქალის როლს პოლიტიკაში",- აღნიშნა "გამჭირვალობა საქართველოს"  ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა  ზურა ზამბახიძემ. 

"ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ,  თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლის გაზრდა პარლამენტში  და რა დადებითი შედეგები მოაქვს გენდერულ თანასწორობას. მისასალმებელია ის საკითხები რომ გენდერული თემა წამოწეულია წინა პლანზე. ეს არის ძალიან საინტერესო თემა, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში მეტი ქალია საჭირო და მივესალმები მეტი ქალის გაწევრიანებას პოლიტიკაში",- აღნიშნა გულო გეგეჭკორმა გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა "ერთიანი საქართველოს წევრმა".

შეხვედრაზე მონაწილება სხვადასხვა პარტიის წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრნენ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა