|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბავშვო ბაღები კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედით მარაგდებოდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი ინდმეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. როგორც ცნობილი გახდა, მეწარმეებს საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან დამზადებული სპრედი შექონდათ. დაკავებულებს ბრალად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებაგამოყენება და თაღლითობის ჩადენა ედებათ. აღნიშნულის შესახებს უწყებამ განცხადება გააკეთა. 

“ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ  მეწარმეებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ვალდებულება ჰქონდათ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაგაბაღები მოემარაგებინათ უმაღლესი ხარისხის კარაქით. ბრალდებულებმა, შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ათეულობით საბავშვო ბაგაბაღს უმაღლესი ხარისხის კარაქის ნაცვლად ეტაპობრივად მიაწოდეს იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან დამზადებული სპრედი, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხებს“, –ნათქვამია  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე – 2 ნაწილის ,,’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა