|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

" მიგრანტი ქალები–უხილავი უმრავლესობა"

არასამთავრობო ორგანიზაცის "მიგრაციის სახლი" ორგანიზებით, წერეთლის უნივერსიტეტში პროექტის  "მიგრანტი ქალები–უხილავი უმრავლესობა"  დისკუსია გაიმართა. პროექტის მიზანია, ხელოვნების მეშვეობით ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე საჯარო საუბრების გამართვა და  მიგრანტი ქალების მდგომარების გადმოცემა.  გამოფენა–ინსტალაცია უკვე გაიმართა ქუთაისში არსებულ ხუთ სამშობიარო სახლში.

"ამ პროექტით გვაქვს მეტ ქალთან ურთიერთობა. ვესაუბრებით მათ პრობლემებსა და მათი  მოგვარების გზებზე.  ამ თემის აქტუალიზება მნიშვნელოვანია, როგორც საზოგადოების, ასევე საკანონმდებლო კუთხით.  მიგრანტი ქალები მართლაც უხილავები არიან, მათი პრობლემებით არავინ ინტერესდება,  ამიტომ  დროა, რომ საზოგადოება გააქტიურდეს ამ მიმართულებით და ვაიძულოთ სახელმწიფოს  რეალური სტრატეგია დასახოს"–განაცხადა "მიგრაციის სახლის" თავმჯდომარემ ლელა სებუამ.

"დედაჩემი" – ასე ჰქვია გამოფენა –ინსტალაციას, რომელიც წერეთლის უნივესრიტეტში მოეწყო. მხატვრებმა ლია უკლებამ და ქრისტინე რობაქიძემ მიგრაციის თემაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს. აქვე წარმოდგენილი იყო წებოვან ლენტშემოხვეული ადამიანის ფიტული, ნიშნად იმისა, რომ მიგრანტი ქალები, უმეტესწილად დედები ამანათებთან ასოცირდებიან. 

გენდერის მკვლევარის,  იდა ბახტურიძის განბცხადებით, მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ მიგრანტი ქალები ავტონომიურობის გამო რჩებიან მძიმე პირობებში.  ნაწილი მიიჩნევს, რომ ოჯახდან სიშორე მათ ავტონომიურობას არ ანიჭებთ.

"საინტერესოა, რა სარგებელს იღებენ მიგრანტი ქალები, გარდა ოჯახის ეკონომიკური სარგებლისა. ცალსახაა მათი შრომითი მიგრაცია გაუსაძლისია,  მაგრამ ისინი მაინც რჩებიან იქ,  სადაც მეტი ავტონომია აქვთ. ზოგადად, ეს პროცესი საკვლევია. მიგრაცია–ფემინიზაციის შესახებ ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. ნაწილი მკვლევარებისა ამბობს, რომ, ეს ქალის გაძლიერებას უწყობს ხელს, ის ხდება დამოუკიდებელი. ნაწილისთვის ეს გენდერულად დისკრიმინაციულია და რეალურად სიშორე ოჯახიდან არ აძლევთ ავტონომიურობას",  –განაცხადა გენდერის მკვლევარმა, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგნელმა, იდა ბახტურიძემ.

საგულისხმოა, რომ არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან წასული მიგრანტების რაოდენობა მილიონნახევარია და მათგან 65% ქალია. რომელთა ოჯახების შემოსავალს,  ან მის დიდ ნაწილს ამ ქალების გზავნილები შეადგენს და რომ ისინი საკუთარი  ოჯახების და ნათესავების ერთადერთი მარჩენლები არიან.  მეტიც, მიგრანტების ფულადი გზავნილები აღემატება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა