"მის საქართველოს 2015"–ის მონაწილეები ქუთაისში ბიუჯეტის ხარჯზე გაისეირნებენ
ქუთაისის მერია "მის საქართველო 2015" –ის კონკურსანტებისთვის სასტუმროს მომსახურების ხარჯებისათვის ტენდერს აცხადებს, რომლის ღირებულებას 2 170 ლარია. მიმწოდებელმა კონკურსანტებისათვის სასტუმრო მომსახურება (7 ნომერი 3 ადგილიანი და 2 ნომერი 2 ადგილიანი. სულ - 25 პირი) უნდა უზრუნველყოს.
როგორც მერიაში განმარტავენ, კონკურსის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ქალაქის დასათვალიერებლად ქუთაისში იქნებიან. მერიამ სტუმრების პატივისცემის ნიშნად, მხოლოდ სასტუმროს ხარჯების დაფარვა იკისრა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
















