„მივმართავ ქუთაისის მერს, ნუ ცდილობთ, ყველაფრისაგან ფული გააკეთოთ"
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ლიდერს გოგი წულაიას დღეს საკრებულოს ყოფილი წევრი გოგიტა გოგელაშვილი შეუერთდა და გაერთიანებული ძალებით ქუთაისის მერიის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ისინი ქუთაისის მერიას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ, რაც ქალაქის ქუჩების ორმოული შეკეთებისათვის განკუთვლილი ხარჯების ნაწილის მითვისებაში გამოიხატება.
აქცია რუსთაველის გამზირზე გაიმართა. მათი თქმით, გზების ორმოული შეკეთება, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ხუთი თვის წინაც მოხდა. გოგი წულაია და გოგიტა გოგელაშვილი ანალოგიურ ფაქტებს მერიის მაღალჩინოსნების კორუფციულ ინტერესებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ გზების შეკეთბა განზრახ არ ხდება ხარისხიანად, რომ პრობლება მუდამ არსებობდეს, რისთვისაც ბიუჯეტიდან თანხებს გამოყოფის საჭიროება იყოს.
„მივმართავ ქუთაისის მერს, ნუ ცდილობთ, ყველაფრისაგან ფული გააკეთოთ. თითოეულ ტენდერზე 30-40 % მათ რჩებათ, ამიტომ ცდილობენ უხარისხოდ და ერთჯერადად გააკეთონ საქმე, რომ ხშირად იყოს მისი განმეორებით გაკეთების საჭიროება“,- განაცხადა გოგი წულაიამ.
აქციის მონაწილეები ქალაქის მერიისაგან გზების კაპიტალურ შეკეთებას ითხოვენ, რის შემდეგ, მათი მტკიცებით, გზების ორმოული შეკეთების აუცილებლობა აღარ დადგება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















