"მიხარია, რომ ჩვენი ნაძვის ხე დღემდე აქტუალურია"
ქუთაისის მთავარმა ნაძვის ხემ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. როგორც გაირკვა, ნაძვის ხის დიზაინზე ქუთაისის მერიის კულტურის ააიპის თანამშრომლებმა იმუშავეს.
ნაძვის ხის ესკიზი კულტურის ააიპის მთავარ სპეციალისტს ანა რევიშვილს ეკუთვნის. ანა პროფესიით დიზაინერია. ქალაქის მთავარი ნაძვის ხის დიზაინზე მასთან ერთად ანა ღულაძემ და ნინო ჩხენკელმა იმუშავეს.
"დიზაინზე სამივემ ვიმუშავეთ ჩემი ესკიზის მიხედვით, თითოეული კონსტუქცია ხელით ავაწყვეთ. ეს ყველაფერი ორ კვირაში გაკეთდა და ძალიან მიზერული თანხებით. ჩვენ, გოგონები, ნამდვილად ვიყავით დარწმუნებულები ჩვენს შესაძლებლობებში, მაგრამ საზოგადოების გამოხმაურებამ მოლოდინს გადააჭარბა. მიხარია, რომ დღემდე აქტუალურია ჩვენი ნაძვის ხე, სოციალურ ქსელში ფოტოს აზიარებენ დადებითი შეფასებებით, რაც დიდ სტიმულს გვაძლევს ",- განაცხადა ანა რევიშვილმა "ნიუპრესთან" საუბარში.
ქალაქის საახალწლო მორთულობა მერიის ააიპის "ქუთ. განათება" პრეროგატივაა, თუმცა, მთვარი ნაძვის ხის დიზაინის შექმნაზე კულტურის ააიპის თანამშრომლები მერიის გადაწყვეტილებით ჩაერთვნენ.

ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















