მიხეილ ჯანელიძე ქუთაისში სტუდენტებს ხვდება
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება.
შეხვედრა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იმართება, საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის დაწესებას უკავშირდება.
შეხვედრა ქუთაისის მერი შოთა მურღულია და მხარის ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ესწრება.
მინისტრი სტუდენტთა შეკითხვებს პასუხობს.
დღესვე, საგარეო საქმეთა მინისტრი ვანის რაიონში ჩავა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ისაუბრეებს. ვანში სტუმრობის დროს მიხეილ ჯანელიძე "ევროპის სამეზობლო პროგრამის" ფარგლებში დაფინანსებულ თაფლის გადამამუშავებელ საწარმოს ეწვევა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















