|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი მზადაა ქართულ პოლიტიკაში ჩარევაზე უარი თქვას - ექსპრეზიდენტის მიმართვა

წვრილმანად ჩანს ყველა ეს უთანხმოება იმასთან შედარებით, რაც დღეს ხდება.  მოგმართავთ, დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი ჰუმანიტარული და სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში , - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. 

ის საქართველოს მთავრობას მიმართავს და აცხადებს, რომ მისი წინადადების დათანხმებიოს შემთხვევაში, მზადაა საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში არ ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკაში და დაივიწყოს ყველაფერი, რაც ქართულ ციხეში გადაიტანა. 

"მოგმართავთ, დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას, და მოახდინოთ ჩემი ჰუმანიტარული და სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, უკრაინის ნაციონალური რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, მოქმედი, ჩემი ოფისი განლაგებულია პირდაპირ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის გვერდით. 

როგორც კი ჩემი მდგომარეობა დასტაბილურდება, ამის შემდეგ გაძლევთ სიტყვას, პირველივე დაძახებისთნავე ჩამოვალ. 

თუ თქვენ ამ წინადადებას დათანხმდებით, მე მოვუწოდებ ჩემს მხარდამჭერებს ჩემთან დაკავშირებით ნებისმიერი საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ და ავიღებ ვალდებულებას, რომ ჩემი საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში არ ჩავერევი ქართულ პოლიტიკაში რაიმე ფორმით, თუ თქვენ ჩამომიყვანთ, ეს პირობა უკვე აღარ შესრულდება.   

 მე ვთხოვ საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას, რაციონალურად შეხედონ ამას. 

 ჩემის მხრივ, მზად ვარ დავივიწყო ყველა ის წამება და და ცუდი მოპყრობა, რაც მე გადავიტანე ციხეში და ბევრი სხვა რამ. წვრილმანად ჩანს ყველა ეს უთანხმოება იმასთან შედარებით, რაც დღეს ხდება. მე მაქვს საღი აზრისა და რაციონალობის იმედი", - განაცხადა სააკაშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი