|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრემიერობის კანდიდატად წარადგინა

მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დასახელდა. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა სხვა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერმინისტრობაზე, - ამბობს ვაშაძე.

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, სააკაშვილი საღამოს თავად ისაუბრებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა