|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება“, - განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.

მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინა „კორუფციული სიბინძურისგან“ გაათავისუფლოს.

„გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება. მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც მიდის წინ, რამდენიც შეუძლია და შემდეგ განაგრძობს გზას, რამდენიც საჭიროა. ვივლი იმდენს, რამდენიც საჭიროა სრული გამარჯვებისთვის, იმისთვის, რომ უკრაინა სრულად გავათავისუფლო კორუფციული სიბინძურისგან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, კორუმპირებულმა ძალამ უკრაინული რევოლუციის იდეას უღალატა და მისი ერთადერთი მოტივაცია - გამდიდრება, საკუთარი კლანის გაძლიერება და უკრაინის საბოლოო გაძარცვაა.

„ჩვენ აუცილებლად გავერთიანდებით და აუცილებლად დავასრულებთ ამ ბრძოლას უკრაინის სრულ გამარჯვებამდე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მანამდე, მან კრიტიკული განცხადება გააკეთა ოდესის პოლიციის უფროსის, გია ლორთქიფანიძის გადადგომასთან დაკავშირებით, რომელსაც, მისი თქმით, ჯერ უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შეუზღუდეს, შემდეგ კი დევნა დაუწყეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა