"მჯერა, ამდენი ადამიანი მხოლოდ ჩემს სანახავად არ მოსულა" [VIDEO]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მწერლის, პუბლიცისტის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია,- "ლიტერატურა და ანიმაცია" გაიმართა.
გიორგი კეკელიძე დამსწრე აუდიტორიას იმ თემებზე ესაუბრა, რომლებიც ადამიანებს საუკუნების განმავლობაში აწუხებს. ლექცია ვიზუალურ ნაწილსაც შეიცავდა, სადაც ანიმაციური ვიდეოების ჩვენება მოეწყო.
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდებს, რომლებიც მოვიდნენ ლექციაზე. მჯერა, ამდენი ადამიანი მხოლოდ ჩემს სანახავად არ მოსულა. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა, -"ლიტერატურა და ანიმაცია" იყო. ვისაუბრე თემებზე, რომელებიც აწუხებს ადამიანებს. დღეს აუდიტორიას გავაცანი ანიმაციები. ანიმაციური ჟანრი ახლა გადის იმ გზას, რაც ლიტერტურამ უკვე გაიარა. ვფიქრობ, კარგი შეხვედრა გამოვიდა, ვინაიდან აუდიტორია იყო ძალიან საინტერესო. ეს არ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, მიუხედავად ამისა, უამრავი სტუდენტი ბოლომდე დარჩა და მოისმინა ლექცია, რაც იშვიათი შემთხვევაა",-განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
კეკელიძის ლექციას 500-მდე სტუდენტი დაესწრო.
შეხვედრის ინიციატორები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები იყვნენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















