მიუსჯიან თუ არა გოგი წულაიას წინასწარ პატიმრობას? -სასამართლო საკითხს ამ წუთებში განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დროისათვის გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების საკითხი იხილება.
გამოძიება გოგი წულაიას სექსუალური ძალადობის მსგავს შემთხვევას ედავება.
ბრალდებულის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ საქმის მასალებს არ დაურთო ალკოტესტის ცნობა, რომელიც აბათილებდა სავარაუდო დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც აცხადებდა თითქოსდა ინციდენტის დროს გოგი წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, ქუთაისელი პოლიტიკოსი გოგი წულაია 2 დღის წინ თბილისში, ნაქირავებ ბინაში დააკავეს. გამოძიება მას 138-ე მუხლით ედავება, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი





12:44
13:23
13:14
12:10
16:38
















