|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მკვლელი სისტემა, კიდევ უფრო მახინჯი ფორმებით "ქართულმა ოცნებამ" გადაიბარა"

"მკვლელი სისტემა, კიდევ უფრო მახინჯი ფორმებით "ქართულმა ოცნებამ" გადაიბარა"- განაცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ.

მან პარტიის წევრებთან ერთად დიდების მემორიალის აფეთქების დროს დაღუპილი დედა-შვილი გაიხსენა, გარდაცვალების ადგილზე ყვავილები მიიტანა და განაცხადა, რომ ათი წლის წინაც მოქალაქეები სისტემას ემსხვერპლენ და "მკვლელი სისტემა" გრძელდება.

"ათი წლის წინ დედა-შვილი სისტემას შეეწირა. ეს ადამიანები წინა ხელისუფლების ახირების გამო დაიღუპენ და დღესაც ადამიანები სისტემის გამო კვდებიან. "ქართულმა ოცნებამ" რეჟიმი კიდევ უფრო მახინჯი ფორმებით გადაიბარა. ამას შეეწირა 15 წლის მოზარდი და თუ ასე გაგრძელდა, მეტი მსხვერპლი გვეყოლება"-განაცხადა გოგი წულაიამ.

ქუთაისში დიდების მემორიალი 2009 წელს ააფეთქეს, სამუშაოები პარლამენტის მშენებლობის გამო განხორციელდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა