|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყველაზე მეტად გავრცელებულია არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახში ძალადობა"

 ყველაზე მეტად გავრცელებულია არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახში ძალადობა, ხოლო ამას შემდეგ მოსდევს სხვა სახის დანაშაულები - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების 
ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რისკის შემცველი არასრულწლოვნების დროული იდენტიფიცირება და რესოციალიზაციის პროექტებში დროულად ჩართვა.

 „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ანგარიშს არასრულწლოვანთა მიმართ და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. მიზანი არის ის, რომ კოორდინირებულად ყველა სახელმწიფო უწყებამ, არასამთავრობო სექტორმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვიმუშაოთ ერთად იმისათვის, რომ ავარიდოთ არასრულწლოვნები, როგორც დანაშაულის მსხვერპლობას, ასევე ის, რომ ისინი არ დადგნენ დანაშაულის ჩადენის რეალობის წინაშე.

2018 წელს გვაქვს შემდეგი მოცემულობა - გაზრდილია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები. ძირითადად არასრულწლოვნები ჩადიან საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ეს გახლავთ ქურდობა. მცირეა მათი მხრიდან ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევები. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს, ყველაზე მეტად გავრცელებულია არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახში ძალადობა, ხოლო ამას შემდეგ მოსდევს სხვა სახის დანაშაულები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ორი - პირველი, შესაძლოა, ნამდვილად მოიმატა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილმა დანაშაულებმა, თუმცა, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, იყოს მათი მხრიდან მომართვიანობის გაზრდაც, იმიტომ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ოჯახში ძალადობაზე ზოგადად გაიზარდა მომართვიანობა, მათ შორის არასრულწლოვანთა მხრიდანაც. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გაზრდას, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქ სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული მუშაობა და ბავშვების საჭირო სერვისებში ჩართვა, იმისათვის რომ ისინი არ დადგნენ დანაშაულის ჩადენის რეალობის წინაშე. რისკის შემცველი ბავშვების დროული იდენტიფიცირება და რესოციალიზაციის პროექტებში დროულად ჩართვა“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს შორის 42% იყო ოჯახში ძალადობა, 22% - ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, 13% - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების 
წესის დარღვევა, 12% - სექსუალური ძალადობა (ამათგან, 7% ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი), 10% - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ხოლო 1% - სხვადასხვა სახის დანაშაული.


რაც შეეხება არასრულწლოვანთა (14-დან 18 წლამდე პირთა) მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 78% იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, 11% -  ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, 2% - ნარკოტიკული, 2% - სატრანსპორტო, ხოლო 6% - სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში გამართულ შეხვედრას  საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა