|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მობილური ქსელების მომსახურება ძვირდება

„ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს“ - წერია კომპანიის ვებგვერდზე.

კერძოდ "ჯეოსელის" 5-ლარიანი პაკეტი -7 ლარი, 10-ლარიანი 15 ლარი, ხოლო 25-ლარიანი 30 ლარი ხდება. ცვლილებებს გეგმავს "მაგთიც". ინტერნეტის ზრდის ხარჯზე ემატება ტარიფი, რადგან 18 თებერვლიდან ტარიფი „მარტივი 25“ 30 ლარი ხდება, თუმცა, მობილური ინტერნეტი: 1500 მბ იქნება 1000 მბ-ის ნაცვლად.

ასევე წესდება ნომრის მომსახურების საფასური რაც ჯეოსელის შემთხვევაში ყოველთვიურად 20 თეთრს გულისხმობს. მაგთის აბონენტებისთვის კი 180 დღის განმავლობაში 1 ლარი.

ახალ სატარიფო პოლიტიკას უკვე პროტესტი მოჰყვა სოციალურ ქსელში. კომპანიები ამ გაძვირებას გაუმჯობესებული ხარისხით ხსნიან.

 იმედინიუსი

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა