|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან წვიმა და მთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

დასავლეთ საქართველოში ბარში 6-9 გრადუსია მოსალოდნელი, მთაში ღამით ყინვა -1, ხოლო დღისით 5 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მთაში თოვლი. ბარში მოსალოდნელია ღამით - 3, დღისით - 10 გრადუსი სითბო.  მთაში  ღამითა -2, დღისით 6 გრადუსი სითბო იქნება. 

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით 2 გრადუსი სითბო იქნება, დღისით 8 გრადუსი სითბო.

25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 გრადუსამდე შენარჩუნდება.

26 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონებში კვლავ წვიმა იქნება. ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსამდე დაიწევს. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში პირიქით, 13 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში იქნება ცვალებადი მიმართულების ქარი. დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა