|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  1-3 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

4 მარტს გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დაბლობსა და ბარში -3, შიდა ქართლში შესაძლებელია -9 გრადუსამდე, დღისით კი +12, +14 გრადუსამდე დათბება.

ქ. თბილისში 2-3 მარტს მოსალოდნელია მცირე ნალექი, ხოლო 4 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 1-3 მარტს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა