|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს იწვიმებს, მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში დღისით 13-18 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში კი დღეს უნალექო, მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში დღისით 14-19 გრადუსია მოსალოდნელი.

6 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17-22 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, დღისით - 11-16 გრადუსი იქნება;

7 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ასევე თბილის და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დაბლობში 19-24 გრადუსია; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 13-18 გრადუსი;

უნალექო ამინდი საქართველოში 10 ნოემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.
აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მთაში შესაძლებელია დაფიქსირდეს ყინვა -2 გრადუსამდე, მაღალმთაში -8 გრადუსამდე; სამხრეთ საქართველოში კი, ღამით -7-9 გრადუსი იქნება.

ავტორი: ნიუპრესს

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა