მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი.
23 ნოემბერს დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი.
24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო ტემპერატურა +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.
25-26 ნოემბერს მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
თბილისში 23 ნოემბერს დილის საათებში და 24 ნოემბერს დღისით მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 25-26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემერატურა 23, 25, 26 ნოემბერს +11, +13, ხოლო 24 ნოემბერს +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















