|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იური ლუჟკოვის ვიზიტს "ევროპა ჩვენი სახლია" აპროტესტებს

მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ყოფნას არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ თავმჯდომარე ეხმიანება.

გია გოქაძის თქმით, იური ლუჟკოვი, რომელიც ღია მხარდაჭერას უცხადებს აფხაზეთის და ცხივალის ე.წ. სახელმწიფოებს, თავისუფლად გადაადგილდება საქართველოში.

„ჩვენ თანამებრძოლები ვართ იმ პროცესებში, რომელიც საბოლოოდ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს შექმნით დასრულდა“-ეს სიტყვები ეკუთვნის იური ლუშკოვს, რომელიც „სტუმრად“ არის საქართველოში. ეს ადამიანი ემხრობა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას, სოხუმში და ცხინვალში იმყოფებოდა რუსეთის გავლით. არადა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ცალსახად ადგენს ადგილებს, საიდანაც არის შესაძლებელი აფხაზეთსა და ოსეთში გადაადგილება, სხვა შემთხვევაში ნებისმიერ ვიზიტი ითვლება უკანონოდ და დანაშაულად. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს ლუშკოვი  მოსკოვის მერის რანგში იმყოფებოდა ცხინვალში, არ დაწყებულა გამოძიება და დღეს ის თავისუფლად გადაადგილდება საქართველოში“, -განაცხადა გია გოქაძემ.

გია გოქაძე მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას კანონი და მოხდეს რეაგირება ლუჟკოვის ვიზიტთან დაკავშირებით და შეწყდეს მისი ვოიაჟი. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ხელისუფლება კოლაბორაციაშია ოკუპანტთან.

 

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ლეგალურად შემოვიდა. 

მისი განცხადებით,  “ლუჟკოვი შემოვიდა ლეგალური საბუთებით, რომელშიც არ იყო მონაცემი რომ მას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული. შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფომალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო.”

მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ის მამა სერაფიმესთან ერთად არის გადაღებული.

იური ლუშკოვი მოსკოვის მერი 1992-2010 წლებში იყო.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა