|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოვახდენთ მერიის პიკეტირებას"- ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქციები იწყება

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით პერმანენტული აქციები იწყება. მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე მხარდამჭერებთან ერთად მერიის წინ მივა და მერის კახაბერ მახათაძის გადადგომას მოითხოვს.

როგორც გოგლიჩიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, ზესტაფონს არ უნდა მართავდეს კრიმინალი მერი, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის დანაშაულებზე საქმე არის აღძრული. გოგლიჩიძის თქმით, თუ მერი არ გადადგება, ისინი მერიის პიკეტირებას მოახდენენ.

"ზესტაფონს კრიმინალი მერი არ უნდა მართავდეს. კრიმინალი არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ადამიანი ყავდეს მოკლული. კრიმინალია, ვინც კანონს არღვევს და ვის მიმართაც სისხლის სამართლის დანაშაულზე რამდენიმე საქმეა არძრული. დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და მოვითხოვთ კახაბერ მახათაძის გადადგომას. თუ მოთხოვნა არ დაკამყოფილდება, მერიის პიკეტირებას მოვახდენთ", -აცხადებს გოგლიჩიძემ.

მერის გადადგომის მოთხოვნით აქციები რამდენიმე თვის წინაც გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, მერს წასასვლელად გარკვეული ვადა მისცეს. მერიაში განმარტავდნენ, რომ მსგავსი შეთანხმება არ მომხდარა და მერი რამდენიმე ადამიანის მოთხოვნის გამო არ გადადგებოდა.

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი, კორუმპირებული მერი"-აქცია ზესტაფონში

"შევთანხმდით, რომ ზესტაფონის მერი თანამდებობას ერთ თვეში დატოვებს"

  ფოტო: არქივი

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა