მოწამეთასთან მისასვლელი 1.5 კმ-იანი გზის შეკეთებაზე 1,69 მილიონი ლარი დაიხარჯა
მოწამეთას მონასტერთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1.5 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა, - ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩატარდა გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციის, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. მოეწყო გვერდულები, საგზაო ნიშნები, უსაფრთხოების მარეგულირებლები, კიუვეტები, მიერთებები და საყრდენი კედელი.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,69 მილიონი ლარით დაფინანსდა". - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა