მოძრავი ამბულატორია ქუთაისში
შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშოირებით ქუთაისში დღეს მოძრავი ამბულატორია ამოქმედდა. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ნებაყოფლობითი ტესტირება ჩაეტარებინათ შიდსა და c ჰეპატიტზე და დაადგინათ, იყვნენ თუ არა აივ ინფექციის მატარებლები. ორგანიზაცია "ახალი გზის" კოორდინატორის, ზაზა ქარჩხაძის განცხადებით, დღეს დაინტერესება მაღალი იყო და მოსახლეობა ტესტირების აქციას შეუერთდა.
აქცია დღეს პირველად ჩატარდა ქუთაისში, ამის შემდგომ კი მოძრავი ამბულატორია ყველა რაიონს მოიცავს და ნებაყოფლობითი ტესტირება შიდსის პრევენციის ერთ–ერთი მიზეზი გახდება.
დღესვე ქუთაისში შიდსთან და c ჰეპატიტთან ბრძოლის გზებსა და შედეგებზე სემინარი გაიმართა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















