|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მსგავს შემთხვევებში დაჯარიმების ფაქტები ხშირია“

ქალაქის  ქუჩებში ფასადებზე გამოჩენილ „გირჩებთან“ დაკავშირებით „ნიუპრესი“ საიას ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელს  გიორგი სანტურიანს დაუკავშირდა.  მისი თქმით,  მსგავს ფაქტებზე ჯარიმა 50 ლარს შეადგენს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევასთან   დაკავშირებით  უჭირს ზუსტი პასუხის გაცემა:

„კონკრეტული შემთხვევის შეფასება არ შემიძლია,  ვერ გეტყვით, უნდა მოხდეს თუ არა დაჯარიმება, თუმცა ამგვარი ქმედებებისთვის 150-ე მუხლის თანახმად, ჯარიმა პირველ ჯერზე 50 ლარს,  ხოლო განმეორების შემთხვევაში 500 ლარს შეადგენს.  სააქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად: თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება:  სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.  იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.  სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“ , -აღნიშნავს ის.

ჯარიმა იზრდება თუ ეს ქმედება  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ხდება.

 როგორც სანტურიანი აღნიშნავს,  150-ე მუხლის დარღვევის და შესაბამისად, დაჯარიმების ფაქტები სასამართლო პრაქტიკაში  ხშირია.

 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა