|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მსგავსი არაკომპეტენტურობის "გირჩის" დამფუძნებლებსაც შერცხვებათ"

პოლიტიკური პარტიის "გირჩი" ბრალდებას მერიაში უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციას  ბიუჯეტზე საუბრისა მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება. ქუთაისის ვიცე მერის, კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, ქვეყანაში ერთ–ერთმა ძლიერმა ფინანსისტმა და "გირჩის"  დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ, ალბათ, არც კი იცის მისი წევრების არაკომპეტენტური განცხადების შესახებ. 

"ძალზედ დასანანია, რომ "გირჩმა" ქუთაისში თავისი მოღვაწეობა ასე აბსურდულად დაიწყო. უპურველეს ყოვლისა, ეს ბიუჯეტისა დ ფინანსური აქტივების შესახებ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. ეჭვი მეპარება, რომ ამ პარტიის ლიდერი, ცნობილი ფინანსისტი ზურაბ ჯაფარიძე გაცნობილი იყოს ამ ბრიფინგის თემას.   ეს ადგილობრივ შემოქმედებას გავს, რადგანაც მსგავსი არაკომპეტენტურობის პარტიის დამფუძნებლებსაც შერცხვებათ. რაც შეეხება ბიუჯეტი შემცირებას,  ეს არის ცოცხალი საბიუჯეტო პროცესი. დამტკიცებული 50  მილიონის ნაცვლად, მალე დამტკიცდება რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოსაყოფი თანხები. სავარაუდოდ, ჩვენ ბიუჯეტის 15 მილიონით ზრდას ველოდებით კიდევ",–განაცხადა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, არც ისაა სიმართლე, თითქოს მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს ზრდის, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ხარჯები დაახლოებით მილიონნახევარი ლარით შემცირდა. მისივე განცხადებით, არც კადრების დამატება იგეგმება, რადგან  შტატების  მატებას თვითმთმრთველობის კოდექსი არეგულირებს და თვითნებურად ერთი კადრიც ვერ დაემატება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა