მთავარი პროკურორის შესარჩევად საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურა უნდა შეარჩიოს.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარუდგინა.
დღეს, საპროკურორო საბჭოს ფორმატში სამივე კანდიდატს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართება. გასაუბრება დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
საპროკურორო საბჭო თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყრის კენჭს.
მთავარი პროკურორობის კანდიდატი გახდება ის, ვინც ხმათა 2/3-ს დააგროვებს. ამგვარად დამტკიცებულ კანდიდატს, საპროკურორო საბჭოს სახელით, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი საბოლოო არჩევნებისთვის პარლამენტს წარედგინება.
მთავრი პროკურორის პოსტზე წარდგენილი ვლადიმერ გაბრიჩიძე ქუთაისელია. ვლადიმერ გაბრიჩიძე იურიდული ფირმა "გაბრიჩიძე და კომპანიის" დამფუძნებელია, ის ქუთაისის უნივერსიტეტმა წარადგინა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















