|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მუქარა, ამომრჩევლის მოსყიდვა და შანტაჟი - რა დარღვევებია წინასაარჩევნო პერიოდში?

19 მაისის რიგგარეშე და შუალედური არჩევნების პროცესებს არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან.

როგორ საიაში გამართულ შეხვედარზე განაცხადეს,  მათი დამკვირვებლები წყალტუბოს საკრებულოს შუალედურ და ზუგდიდში მერის არჩევნებს დააკვირდებიან.  რაც შეეხება ზესტაფონსა და ჭიათურას, აქ "სამართლიანი არჩევნების" მობილური ჯგუფები იმუშავებენ.  წყალტუბოსა და ტყიბულის შუალედურ არჩევნებს ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებლები დაკვირდებიან. 

  "სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორის თეონა გოგიშვილის განცხადებით, ისინი ხმების ელექტრონულ დათვლასთან დაკავშირებით მოახდენენ დაკვირვებას, მისი თქმით, წინა შემთხვევაში,  ხმების ელექტრონული დათვლის პირველ ეტაპზე ხარვეზები გამოიკვეთა, რაც, ერთის მხრივ, ამომრჩევლის ნაკლებინფორმულობასაც უკავშირდება, ასევე არსებობდა ტექნიკური ხარვეზი. 

"საიას" ქუთაისის ოფისში გამართულ შეხვედრაზე იმ დარღვევებზეც ისაუბრეს, რომელის 19 მაისის რიგგარეშე და შუალედური არჩევნების წინა პერიოდში გამოკვეთა.   ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის  ხელმძღვანელის ზაალ გორგოძის გაანცხადებით, მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, უკვე დაფიქსირდა  "ქართული ოცნების" მიერ  ამომრჩევლის მოსყიდვის, რეგისტრაციით მანიპულირებისა და ფარულობის პრინციპის დარღვევის ფაქტები. წყალტუბოში დაფიქსირდა  საბიუჯეტო ცვლილებები, რასაც კანონმდებლობით საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებად მიიჩნევს. 

 "საიაში" გამართულ შეხვედრას პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლები ეწრებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდა ასევე ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვახტანგ რობაქიძე, რომელმაც მისი და მისი მხარდამჭერების მოსყიდვის მცდელობისა და ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა.  

"ძალიან რთულ ვითარებაში გვიწეევს საარჩევნო კამპანიის წარმართვა, ხდება მუქარა ჩემს მხარდამჭერებზე, მათ შორის, ციხეში ჩასმის მუქარით, პროცესებში ჩართულია  კრიმინალური სამყარო, რომელიც ქუჩებს აკონტროლებს, ხდება ნარკოტიკების დარიგება.. მუქარა ხორციელდება ბიზნესის წარმომადგენლებზე, რომ მათ ბიზნესს დააკარგვინებენ,  იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოხუცებს პენსიის მოხსნითაც  დაემუქრდენ, რა თქმა უნდა, პენსიას ვერ მოუხსნიან, მაგრამ ფსიქოლოგიური ზემოქმედება ხდება"-განაცხადა შეხვედრაზე ვახტანგ რობაქიძემ. 

 როგორც რობაქიძემ განაცხადა, მას კანდიდატურის მოხსნა სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ შესათავაზეს. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა